google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0
Namee.In - CooL Wazer Portal Namee.In - CooL Wazer Portal
 Subscribe to our channel

YouTube













Home Contact us Add to Favorites

google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0 <!%IFEN2%0%-->
Reading RSS მთავარი » 2011 » აპრილი » 19 » ქეცბაიამ შემადგენლობა დაასახელა
  • Navigation

    რომელი ჯობია ?
    Total of answers: 724

    Top news

    Adverisement






    free counters google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0
  • ქეცბაიამ შემადგენლობა დაასახელა

     Published: 19.04.2011  Comments: (1)
    ქეცბაიამ შემადგენლობა დაასახელა
    საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 8 ოქტომბერს თბილისში მალტასთან და 12 ოქტომბერს სტუმრად ლატვიასთან გასამართი შეხვედრებისთვის, 24 ფეხბურთელს მოამზადებს.
    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, ქეცბაიამ, რომელიც თბილისში სამშაბათ დილას ჩამოვიდა, არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე გააკეთა:

    მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ( "ანჟი”, რუსეთი), გიორგი ლორია ("დინამო”), გრიგოლ ბედიაშვილი ("ოლიმპი”);
    მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი ( "კაისერისპორი”, თურქეთი), კახი კალაძე ("ჯენოა”, იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი ("რედინგი”, ინგლისი), ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია (ორივე - "რუბინი”, რუსეთი), მალხაზ ასათიანი ("ლოკომოტივი”, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო”, უკრაინა), მათე ღვინიანიძე ("მიუნხენ 1860”, გერმანია), ნიკა კვეკვესკირი ("ბაია”);
    ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი ("ჰერტა”, გერმანია), გიორგი მერებაშვილი ("ვოივოდინა”, სერბეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი”, მოსკოვი), გოგიტა გოგუა ("სპარტაკი”, ნალჩიკი, რუსეთი), ალექსანდრე კოშკაძე ("დინამო”), მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი”), დავით დევდარიანი ("ორჰუსი”, დანია);
    თავდამსხმელები: ნიკა გელაშვილი ("ზესტაფონი”), ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე”), ლადო დვალიშვილი ("მაკაბი”, ჰაიფა, ისრაელი), დავით სირაძე ("სპარტაკი”, ნალჩიკი, რუსეთი).
    საბერძნეთთან (1:1) და ისრაელთან (0:0) გამართული მატჩებისგან განსხვავებით, ქეცბაიამ გუნდში ოთხ ახალ ფეხბურთელს უხმო – დავით დევდარიანს, მურთაზ დაუშვილს, ნიკა კვეკვესკირსა და მათე ვაწაძეს, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს უკანასკნელი ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. თბილისის "დინამოს” ფორვარდს ორშაბათს გუნდის ვარჯიშზე ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი და თამაშს სავარაუდოდ სამი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს ეროვნულ გუნდში, ხვალ გახდება ცნობილი.
    ეროვნულ ნაკრებში პირველადაა გამოძახებული ზუგდიდის "ბაიას” 18 წლის მცველი ნიკა კვეკვესკირი, რომელიც ევროპის 2011 წლის შესარჩევ ციკლში 21-წლამდელთა ღირსებას იცავდა.
    მალტასთან მატჩში, ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო უჩა ლობჟანიძე დააკლდება, რომელმაც განვლილ ორ შეხვედრაში თითო ყვითელი ბარათი მიიღო. ეროვნული გუნდი 4 ოქტომბერს შეიკრიბება და სასტუმრო "ბომონდ გარდენში” დაბინავდება, სადაც ისრაელთან თამაშამდე ცხოვრობდა. საქართველოსა და მალტის ნაკრებთა შეხვედრა 8 ოქტომბერს ეროვნულ სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.

    სხვა - news

    [Tulson]

    Related News:

      0   Spam
      1 Rie   (04.11.2012 16:48) [Entry]
      Life is short, and this arltcie saved valuable time on this Earth.

      dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
      Name *:
      Email:
      Code *:
    • Tags