საკანდელიძე-ქორქიას მემორიალსა და თასზე გუნდები გადანაწილდნენ![]() ![]() ![]() საშობაო და საახალწლო არდადეგების შემდეგ, ქართული კლუბებისთვის 2011 წლის საკალათბურთო სეზონი, 18 იანვარს, ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალით დაიწყება, რომელსაც რუსთვი უმასპინძლებს. აღნიშნული ტურნირის დასრულების შემდეგ, 26 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით, ქვეყნის თასი გათამაშდება, რომელიც ასევე რუსთავში ჩატარდება. დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში, აღნიშნული ტურნირების კენჭისყრა გაიმართა. საკანდელიძე-ქორქიას მემორიალზე სუპერლიგის გუნდებიდან ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვეს "არმიამ”, "ქუთაისი-2010”-მა და "ბათუმმა”. ამრიგად, მემორიალში, რომელიც ჯგუფური სისტემით ჩატარდება, 8 გუნდი იასპარეზებს. ესენი არიან: შსს, სსაუ, თსუ, "ენერჯი ინვესტი”, "სოხუმი”, თსსუ, სტუ და "დინამო”. აღნიშნული გუნდები ორ ოთხგუნდა ჯგუფში გადანაწილდნენ. ჯგუფის გამარჯვებულები ფინალში გავლენ და 23 იანვარს, მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ. მემორიალში მოასპარეზე გუნდები ქვეჯგუფებში ასე გადანაწილდნენ: საქართველო - სომხეთი![]() ![]() ![]() 9 თებერვლის მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების 21-კაციანი სია ცნობილია. რა შეხსენებაა საჭირო, ამ დღეს "ჯვაროსნები” კვიპროსის ქალაქ ლიმასოლის "ცირიოს” სტადიონზე სომხეთს ამხანაგურ მატჩში შეხვდებიან. თემურ ქეცბაიას გუნდი კუნძულზე 5 თებერვალს გაემგზავრება, 7 თებერვალს, უკლებლივ ყველა ფეხბურთელი ლიმასოლში იქნება, შეხვედრა კი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მოსალოდნელია, რომ პირველი არხი გადასცემს პირდაპირ რეპორტაჟს – ეს საკითხი ჯერ არაა გადაწყვეტილი, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს. დინამო - თბილისი![]() ![]() [Pinned] Derby Della Imereti : ტორპედო–ზესტაფონი![]() ![]() ![]() დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის XXI გათამაშების ფინალისტებიც, ისევე როგორც ნახევარფინალისტები, 2 თამაშის ჯამში გამოვლინდებიან. გათამაშებას თავისებურ ელფერს აძლევს, მასში პირველლიგელი "გაგრას” მონაწილეობა, რომელიც, კი მართალია, თასის მოქმედ მფლობელ თბილისის "ვიტ ჯორჯიას” ეპაექრება, მაგრამ უშანსოდ ნამდვილად არაა. გამოკვეთილი ფავორიტი არც მეორე სათასო წყვილში ჩანს, თუმცა, "ზესტაფონი” რომ დღევანდელობის ყველა ქართულ გუნდს სჯობს კლასით, აშკარაა. ამის მიუხედავად, იმერულ დერბიში ზესტაფონელებს იოლი ორთაბრძოლები არ ელით - დაცვიდან თამაშს "შეყვარებული” "ტორპედო”, მათთვისაც ძნელი დასაძლევი ბარიერი იქნება. მით უფრო, რიონისპირელებს, თასის მოგების, ჩემპიონობისთვის მებრძოლ მეტოქეზე მეტი მოტივაცია აქვთ. 19.04, 18:00. ქუთაისი, "ცენტრალური”. ”ტორპედო” (ქუთაისი) - ”ზესტაფონი” დისკვალიფიცირებული: ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი). მსაჯები: ლ. კვარაცხელია; ზ. მენთეშაშვილი, მ. ელიკაშვილი; ჯ. ხორავა. იმერულმა დერბიმ თასზე გადმოინაცვლა. გუნდებმა, მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატზე უკვე დაასრულეს ურთიერთშეხვედრები და მცირედი უპირატესობა, კლასით უფრო მაღლა მდგომ ”ზესტაფონს” აქვს - გეგუჩაძის გაწვრთნილებმა, 4 მატჩიდან 2 მოიგეს და 1 წააგეს (ბურთების სხვაობა 3:2). ზოგადად, ამ წყვილის ჩემპიონატზე გამოსვლას რაც შეეხება, ”ტორპედომ” ბოლო 5 ტურია წაგება არ იცის, ”ზესტაფონმა” კი - 16. ყვირილასპირელები გათამაშების ერთპიროვნული ლიდერები არიან, ქუთათურები კი, სეზონის განმავლობაში პირველად ავიდნენ მე-4 საფეხურზე. იმის გარდა, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ”ტორპედოსთვის”, სეზონის მე-4 ადგილზე დასრულება ურიგო შედეგი არ იქნება, თასზე წარუმატებლობის შემთხვევაში, გიგატაძის დარიგებულთათვის ამ შედეგს ევროლიგის საგზურის მოტანაც შეუძლია. ეს რომ მოხდეს, თასი ”ზესტაფონმა” უნდა მოიპოვოს, ჩემპიონის ტიტული კი - მის გარდა, სხვა ნებისმიერმა გუნდმა. ქუთაისის ”ტორპედომ” თასისთვის ბრძოლის პირველ ეტაპზე, ოზურგეთის ”მერცხალი” 4:0 დაამარცხა, 1/8-ფინალში ზუგდიდის ”ბაიას” უმასპინძლა და დამატებითი დროის 21-ე წუთზე, ნიკა საბანაძის მიერ გატანილი გოლით შეძლო წინსვლა. რაც შეეხება 1/4-ფინალს, აქ იმერელთა მეტოქე ბოლნისის ”სიონი” იყო. სტუმრად გამართული შეხვედრის 46-ე წუთზე ვახტანგ კვარაცხელიას მიერ გატანილი გოლი, ამ გუნდების ორმატჩიან დაპირისპირებაში ერთადერთი აღმოჩნდა, რამაც ”ტორპედო” ”ზესტაფონს” შეახვედრა. შარშანდელ ევროტურნირებზე მონაწილეობის გამო, ზესტაფონელები თასის XXI გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთვნენ, სადაც ბათუმის ”დინამო” იქნა ძლეული (სტუმრად 2:1). ”ზესტაფონისა” და რუსთავის ”ოლიმპის” წყვილი, იმთავითვე 1/4-ფინალში ფინალად იქნა გამოცხადებული. იმერლებმა, შინ 3:0 მოიგეს, სტუმრად კი 0:0 ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ კომპანია ”ვისოლის” გადაწყვეტილებით, ქუთაისურ მატჩზე დასწრება უფასოა, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით, აღნიშნული შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი 18:00 საათიდანაა დაგეგმილი. Cs ისტორია - 17 აპრილში 2011![]() ![]() ![]() Cs ისტორია Davexmarot DzaaN Gtxovt : (![]() ![]() ![]() 26 წლის
ახალგაზრდას ჯონდო ხოშორაძეს, რომელსაც აქვს დიაგნოზი : ლიმფური ჯირკვლის
სიმსივნე 4ბ სტადია , სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ სამკურნალოდ
12,000ევრო გთხოვთ ვისაც შეგიძლიათ გამოიჩინეთ გულისხმიერება და
დავეხმაროთ თუნდაც 1 ლარით და ერთად გადავარჩინოთ ახალგზრდა სიცოცხლე .
ჩვენი ანგარიშის ნომრია: GE56LB0711195911933000 LIBErty bankI T: 858
167 223 წმიდა და ყოვლადქებული მოციქული თომა [ქრისტეს 12 მოციქული]![]() ![]() ![]() წმიდა და ყოვლადქებული მოციქული თომა წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად - დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ - ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი. როცა უფალი ჩვენი ქრისტე ამქვეყნად ადამიანთა შორის საზოგადო მსახურებისას გალილეა-იუდეის ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებს მოვვლიდა, ასწავლიდა რა ერს და განკურნავდა რა ყოველგვარ სნეულებათ, თომამაც მოისმინა მისი ღვთებრივი ქადაგება და იხილა საკვირველი სასწაულები. ამის გამო იგი მთელი არსებით მიეკრა უფალს და აღარასოდეს მოსცილებია. სხვა უახლოეს მოწაფეებთან ერთად, თომაც დასტკბებოდა იესო ქრისტეს სიტყვებით და მისი ყოვლად წმიდა პირისახის ჭვრეტით, იგიც განუყრელად დაჰყვებოდა უფალს და ღირს-იქმნა თორმეტ მოციქულს შორის შერაცხილიყო. იგიც თვითმხილველი მოწმე იყო უფლის ყველა ქვეყნიური საქმისა, მისი ჯვარზე ვნებისა და ნებაყოფლობითი სიკვდილისა. იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდა თომამ, თავისი დაუჯერებლობით სხვა მოციქულთა სიტყვებისა, კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის რწმენა უფლის მკვდრეთით აღდგომაში. რამეთუ როცა ქრისტეს სხვა მოწაფეები ეუბნებოდნენ - „ვიხილეთ ჩვენ უფალი"-ო, თომას არ უნდოდა ამის დაჯერება და ასე ეუბნებოდა მოციქულებს ზიგმუნდ ფროიდის ცნობილი ფრაზები![]() ![]() ![]() ზიგმუნდ ფროიდი ფროიდი
გახლდათ ავსტრიელი ფსიქიატრი, ნევროპათოლოგი; "ფსიქოანალიზის", "სიღრმის
ფსიქოლოგიისა" და "ფსიქოდინამიკის" ფუძემდებელი. მისი აღმოჩენები,
ფსიქოლოგიის საყრდენადაც შეიძლება ჩაითვალოს. აღსანიშნავი და საინტერესო
ფაქტია, მისი "გარდაცვალება". პირის ღრუსთან დაკავშირებულმა სიმსივნურმა
პრობლემებმა მისი ხმა ძალიან დაასუსტა. ფროიდმა თავად სთხოვა ექიმს
მორფინის ზედმეტი დოზა მიეწოდებინა მისთვის, რადგან იგი ძალიან იტანჯებოდა
და ტკივილების გადატანას აზრიც აღარ ჰქონდა. იგი სიკვდილის დროსაც
შეგნებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამჯერად, მის ცნობილ ფრაზებს
გაგაცნობთ. |