google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0
Namee.In - CooL Wazer Portal Namee.In - CooL Wazer Portal
 Subscribe to our channel

YouTube













Home Contact us Add to Favorites

google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0 <!%IFEN2%0%-->
Reading RSS მთავარი » 2011 » აპრილი » 19 » საქართველო - სომხეთი
  • Navigation

    რომელი ჯობია ?
    Total of answers: 724

    Top news

    Adverisement






    free counters google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0
  • საქართველო - სომხეთი

     Published: 19.04.2011  Comments: (0)
    საქართველო - სომხეთი
    9 თებერვლის მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების 21-კაციანი სია ცნობილია. რა შეხსენებაა საჭირო, ამ დღეს "ჯვაროსნები” კვიპროსის ქალაქ ლიმასოლის "ცირიოს” სტადიონზე სომხეთს ამხანაგურ მატჩში შეხვდებიან. თემურ ქეცბაიას გუნდი კუნძულზე 5 თებერვალს გაემგზავრება, 7 თებერვალს, უკლებლივ ყველა ფეხბურთელი ლიმასოლში იქნება, შეხვედრა კი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მოსალოდნელია, რომ პირველი არხი გადასცემს პირდაპირ რეპორტაჟს – ეს საკითხი ჯერ არაა გადაწყვეტილი, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს.
    ახლა კი, ქეცბაიას სიაზე.
    მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი”, რუსეთი), გიორგი ლორია ("დინამო” თბილისი);
    მცველები: ლაშა სალუქვაძე ("რუბინი”, რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი”, ჰოლანდია), კახა კალაძე ("ჯენოა”, იტალია), ალეკო ამისულაშვილი ("კაისერისპორი”, თურქეთი), აკაკი ხუბუტია ("გაზ მეთანი”, რუმინეთი), ლევან კაკუბავა ("დინამო” თბილისი), ზურაბ ხიზანიშვილი ("რედინგი”, ინგლისი);
    ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("დნიპრო”, უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი” მოსკოვი, რუსეთი), დავით კვირკველია ("პანიონიოსი”, საბერძნეთი), სანდრო გურული ("კარპატი”, უკრაინა), გოგიტა გოგუა ("ვოლგა”, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი”), გიორგი მერებაშვილი ("ვოივოდინა”, სერბეთი), ლევან კობიაშვილი ("ჰერტა”, გერმანია);
    თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე”, გერმანია), ლადო დვალიშვილი ("მაკაბი” თელ-ავივი, ისრაელი), მათე ვაწაძე ("ვოლგა”, რუსეთი), დავით სირაძე ("სპარტაკი” ნალჩიკი, რუსეთი).
    ტრავმა აქვს "დნიპროს” მცველ უჩა ლობჟანიძეს, რომელიც თითქმის მუდმივად ძირითადში თამაშობდა ქეცბაიას ნაკრებში. ლევან ყენიას ამბავიც ცნობილია – ვერა და ვერ ჩადგა მწყობრში, ისევ კოჭი სტკივა. ოთარ მარცვალაძეს მცირე ტრავმა ჰქონდა და ამის გამო, "ვოლგაში” ტესტ-მატჩებს ვერ თამაშობს. თუმცა, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ მარცვალაძის არყოფნა მხოლოდ ამ დაზიანების ბრალია. შესაძლოა, ქეცბაიამ მას, უბრალოდ, სხვები ამჯობინა. და მალხაზ ასათიანი? "ასკა” უკლუბოდაა და სწორედ ესაა მისი არგამოძახების მიზეზი.
    იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც ქეცბაიამ გასული წლის ნოემბერში, სლოვენიასთან შეხვედრაში პირველად გამოსცადა, სასომხეთო სიაში ესენი მოხვდნენ – ხუბუტია, გურული და კაკუბავა.

    სხვა - Worldsport

    [Tulson]

    Related News:

      dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
      Name *: Email:
      Code *:
    • Tags