google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0
Namee.In - CooL Wazer Portal Namee.In - CooL Wazer Portal
 Subscribe to our channel

YouTube













Home Contact us Add to Favorites

google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0 <!%IFEN2%0%-->
Reading RSS მთავარი » 2011 » მარტი » 10 » საქართველო - მალტა 1-0
  • Navigation

    რომელი ჯობია ?
    Total of answers: 724

    Top news

    Adverisement






    free counters google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0
  • საქართველო - მალტა 1-0

     Published: 10.03.2011  Comments: (0)
    საქართველო - მალტა 1-0
    ჩაემატა გატანილი გოლი !!!

    საქართველო - მალტა 1-0

    გატანილი გოლი: 91 წუთი,დავით სირაძე კახა კალაძის პასით





    ვეთანხმებით ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ მალტასთან შინ მოგება ასე არ უნდა გაგვიჭირვებოდა. ისინიც მართლები არიან, ვინც "კადრულობს” და შეტევის ხაზს, ქეცბაიას ფორმაციის ნაკრების უსუსტეს რგოლად აცხადებს. ისიც მართალია, ვისაც ფორვარდთა "პროდუქტიულობა” პასის მიმცემთა სიზუსტესთან მოჰყავს კავშირში. ყველა მართალია, ვინც ამტკიცებს, რომ "ჯვაროსნებს” ამ მატჩში მინიმუმ ორჯერ მაინც გაუმართლათ - პირველად, როცა რევიშვილთან პირისპირ დარჩენილმა უნგრული "ფერენცვაროშის” ფორვარდმა ანდრე შემბრიმ რეალური საგოლე შანსი ვერ გამოიყენა; მეორედ კი, როცა არბიტრის კომპენსირებულ დროში, სირაძის თავურმა გოლს მოწყურებული სტადიონი "ააფეთქა”.
    ბანალური ფრაზაა, მაგრამ უნდა ვთქვათ - უმართლებს ძლიერს. ჰოდა, ამერიკის აღმომჩენები არ ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ მალტაზე ძლიერები (თუნდაც რეიტინგით) საქართველო ნამდვილადაა. ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა მე-6 მატჩი გამართა და არცერთში არ დამარცხებულა (2 მოიგო და 4 ფრე, ბურთები 4:2). "ჯვაროსნებმა” 2007 წლის 17 ოქტომბრის შემდეგ (შოტლანდიასთან 2:0) პირველი ოფიციალური შესარჩევი მატჩი მოიგეს და ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა გამარჯვებულები არ უნდა გავასამართლოთ. თუმცა, არც მთლად გამართლება იქნება მართალი.
    პირველ ტაიმში, როცა მინდორი შედარებით "მჩატე” იყო და ქართველები რატომღაც ერიდებოდნენ სიჩქარეების მომატებას. არა გვგონია, მწვრთნელს ჰყოლოდა "ჯვაროსნები” დარიგებული, ჯერ თავი შეინახეთო. უბრალოდ, შუა ხაზმა ვერ იყოჩაღა და ყველაზე მეტად ფლანგებზე, საიდანაც ახალგაზრდული და შესაბამისად მოძრავი კადრები (გოგუა, მერებაშვილი) ჰყავდა გამწესებული ქეცბაიას. აშკარად ჩაუვარდა თამაში "მერებას”, რომელიც წინა ხაზზე ეულად მყოფ დვალიშვილთან ერთად, შესვენებაზე შეცვალეს კიდეც. გოგუას რაც შეეხება, მან ჩვეულად იბრძოლა, კარში შორიდან დამრტყმელთაგან ერთადერთი ქართველი იყო, მაგრამ პირველ ტაიმში "ფეხი ვერავინ აუწყო”.
    სხვათა შორის, პირველ ტაიმში მოხდა ფაქტი, რომელიც სალატვიოდ (12 ოქტომბერს) ქეცბაიას საკადრო პოლიტიკაში ცვლილებას მოახდენს. მსაჯს უწყინარ სიტუაციაში ყვითელი ბარათი დასტყუა ზურაბ ხიზანიშვილმა, რომელსაც მიმდინარე შესარჩევ ციკლში უკვე მიღებული აქვს გაფრთხილება.
    ქეცბაიამ შესვენებაზე შეცვლილთა ნაცვლად სირაძე და იაშვილი შემოიყვანა, რომელთაგან ამ უკანასკნელის შემოსვლამ საოცრად გამოაცოცხლა თამაში. "იაშკას”, სხვა წინახაზელთავით პირველი ტაიმის ჩამგდები ანანიძე შეუწყვილა მარჯვენა ფლანგზე და კარის უსაფრთხოებაზე მზრუნავ მალტელებს პრობლემები მოემატათ. 49-ე წუთზე ანანიძის მოცელვისთვის დანიშნული ჯარიმა ფლანგიდან სალუქვაძემ ჩააწოდა და გოგუას თავური მცირედით ასცდა სტუმრების კარს.
    ანანიძისა და იაშვილის დუეტმა კიდევ რამდენიმეჯერ აახმაურეს ტრიბუნები, რომლებზე მყოფნიც გადაუღებელი წვიმის გამო, დაუღალავად ქომაგობდნენ ნაკრებს. ჯანოსი რა გითხრათ, მაგრამ 56-ე წუთზე "იაშკა” იყო ძალიან ახლოს გოლთან. მარცხენა ფრთიდან ანანიძის მიერ საჯარიმოში ჩაკიდებულ მაღალ ბურთზე კალაძემ იბრძოლა და თავით საჯარიმოს მისადგომებთან იაშვილამდე გადაამისამართა. "კარლსრუეს” ქართველმა ვეტერანმა ბურთს რაც ფეხში ძალა ჰქონდა, ისე დაჰკრა, მაგრამ კარში მიმავალს მცველი გადაეღობა და ცოტა ხნით საექიმო შეიქნა.
    ისე არ იფიქროთ, გოლის გატანას მხოლოდ ქართველები ცდილობდნენ. "ჯვაროსანთა” ნახევარზე განსაკუთრებით სახიფათო იყო მალტელთა კაპიტანი მიხაელ მიფსუდი, რომელსაც ამ დღესაც საუკეთესოდ გარჯილი ასათიანი გასაქანს არ აძლევდა. ამ უკანასკნელმა, მატჩის მიწურულს ის ძველი დრო გაიხსენა, როცა შეტევაში ჩართვით ამახსოვრებდა მაყურებელს თავს. 86-ე წუთზე, მარჯვნიდან "ასკას” სოლო-რეიდს 4 მალტელის უკან ჩამოტოვება, მეტოქის კიპერის მოედანზე საგოლე პასი, მაგრამ მორიგი იმედგაცრუება მოჰყვა - ბურთმა ქართველამდე ვერ მიაღწია.
    ქართველებმა 3-4 "საშინაო დავალებად” შესრულებული კომბინაცია გაითამაშეს, როცა ფლანგიდან ჩაწოდებულ მაღალ გადაცემაზე, ტანმაღალი ქართველი მცველები თავით ზუსტ თამაშს ცდილობდნენ. კალაძისგან ერთხელ ასეთ თამაშზე უკვე ვთქვით. მასვე პირველ ტაიმში მიეცა კუთხურიდან ჩაწოდებულზე ასათიანის თავით დარტყმულის საგოლედ დასრულების შანსი, მაგრამ მცველმა ისე მიურტყა ბურთზე ფეხი, არბიტრმა აშკარა წესის დარღვევა (ხელით ეჯაჯგურებოდა) ვერ შენიშნა.
    მატჩის ბოლო 10 წუთი ქართველების შეტევებით აღინიშნა. უნდა გენახათ, როგორი მხარდაჭერა ჰქონდათ "ჯვაროსნებს” ტრიბუნებიდან. წვიმის მიუხედავად, ქომაგს წამითაც არ უფიქრია თამაშის მიტოვება (როგორც არაერთხელ გაუკეთებია). რომ იტყვიან, ტრიბუნებმაც იყოჩაღეს და ფეხბურთელებმაც დაუფასეს ერთგულება, რომლებიც ნამატჩევს იმ ტრიბუნისკენ გაეშურნენ, რომლებზეც ახლახან დაარსებული "ქართული სპორტის ქომაგთა” ორგანიზაციის წევრები ისხდნენ და აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
    ჩრდილოირლანდიელი არბიტრის დამატებული 4 წუთიდან პირველი იყო წასული, როცა კახა კალაძის მორიგი ფლანგური აქტიურობა გოლით დამთავრდა. ნაკრების კაპიტანმა მარცხნიდან იუველირული გადაცემა გააკეთა, სირაძე მაღლა ახტა და ანგარიში გაიხსნა - 1:0.
    ორი მატჩი მოიგო ეროვნულმა ნაკრებმა თემურ ქეცბაიას თავკაცობით და ორივე დავით სირაძის თავურით. ესტონეთთანაც და მალტასთანაც ქართველებმა მსაჯის კომპენსირებულ დროში გატეხეს მეტოქის წინააღმდეგობა. ბოლოს, მოკლედ გამორჩეულ ქართველთა შესახებ. სანაკრებო კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა კახა კალაძემ, რომელიც გუშინ დაცვაზე მეტად მარცხენა ვინგერის ფუნქციებს უფრო ასრულებდა; თანაგუნდელთა დაზღვევაზე, ე.წ. "მწმენდავის” ფუნქციებს ჩინებულად გაისარჯა მალხაზ ასათიანი; კარგად ჩაერთო თამაშში ალექსანდრე იაშვილი; ტრადიციულად საიმედო იყო ლევან კობიაშვილი, რომელსაც თუ ხშირად უკან უხდებოდა ბურთის გადაწოდება, "გახსნილი” თანაგუნდელის არარსებობის ბრალი თუ იყო. მოკლედ, ჯერ კიდევ ადრეა ამ "გვარდიის” შესაძლებლობების გამოუყენებლობა - თუმცა ფიქრი ყოველთვის შეიძლება.


    ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

    საქართველო - მალტა 1:0 (0:0)
    თბილისი. 8 ოქტომბერი, 2010 წელი. "ბორის პაიჭაძე”, 40000 მაყურებელი.
    საქართველო: რევიშვილი, სალუქვაძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე (კაპ), ხიზანიშვილი, გოგუა, ანანიძე (დაუშვილი, 73), მერებაშვილი (იაშვილი, 46), კობიაშვილი, დვალიშვილი (სირაძე, 46).
    მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
    მალტა: ჰაბერი, კარუანა, მამო, სიბერასი (რაიენ ფენეჩი, 69), ანდრე აგიუსი, ბრიფა, მიფსუდი, კოენი (გრიმა, 90), ბაჯადა, შემბრი (პოლ ფენეჩი, 80), პეისი.
    მთავარი მწვრთნელი: ჯონ ბუტიგეგი.
    გაფრთხილებები: ხიზანიშვილი (32), კოენი (56), შემბრი (59), აგიუსი (65).
    გოლი: 1:0 სირაძე (90+1).
    მსაჯები: ალან ბლეკი; გარეტ ეაკინი, პოლ მანი; დევიდ მალკოლმი (ჩრდილოეთ ირლანდია).

    პრესკონფერენცია

    ჯონ ბუტიგეგი: "ძალიან რთული იყო ამ მოედანზე თამაში. განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მაყურებელმა კარგი მატჩი ნახა. ჩემი გუნდი 100 პროცენტით დაიხარჯა და სამწუხაროა, რომ ბოლო წუთებზე გოლი გაუშვით. ქეცბაიას და მის გუნდს გამარჯვებას ვულოცავ”.
    - თქვენი გუნდის მიერ შექმნილი მომენტებიდან გამომდინარე ფიქრობთ, რომ გამარჯვებაც შეგეძლოთ?
    - ძალიან კარგი მომენტები გვქონდა, რომელთა გამოყენების შემთხვევაში მოვიგებდით. საერთოდ, ორივე გუნდმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნა.
    - უკვე სამი მატჩი ჩაატარეთ და წინა მეტოქეებიდან (ისრაელი და ლატვია-რედ.) საქართველოს ნაკრებს რომელს შეადარებდით?
    - სამივე დაახლოებით ერთი და იმავე დონის გუნდია, რომლებიც ჯგუფის ფავორიტებს პრობლემებს შეუქმნიან. ამის მაგალითად საბერძნეთი-საქართველოს მატჩი გამოდგება.
    - საქართველოს ნაკრებს ლატვიაში რა შანსი აქვს?
    - ორივე გუნდისთვის რთული თამაში იქნება. წარმატების მიღწევა ორივე მათგანს შეუძლია.


    თემურ ქეცბაია: "პირველყოვლისა, მინდა ყველას გამარჯვება მიულოცო. სამი წელიწადი განმავლობაში ვერმოგება საქართველოსთვის დიდი დროა. ეს გამარჯვება მომავალი თამაშისთვის ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება. კარგია, რომ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. შეცდომები ბევრი იყო. თამაშის მერე გასახდელში შესულმა ბიჭებს რომ შევხედე, ეტყობოდათ, რომ მოედანზე ყველაფერი დადეს. ასეა, როდესაც ბოლომდე იბრძოლებ და არ დანებდები, წარმატებასაც მიაღწევ. კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელ საქართველოს გამარჯვებას”.
    - განვლილმა მატჩმა საქართველოს ნაკრების რა მინუსები დაგანახათ? იმ პერიოდის განმავლობაში რაც გუნდში ხართ, თქვენი საფეხბურთო ფილოსოფიის გატარება თუ მოახერხეთ?
    - აქამდე რაც მატჩები ჩავატარეთ, ფავორიტები არ ვყოფილვართ. ამ თამაშზე ფავორიტები ვიყავით, რადგან საქართველოსა და მალტას შორის ფეხბურთში დიდი განსხვავებაა. მეტი შემქმნელი ფეხბურთელი და მოძრაობა გვჭირდება. ამაში მოვიკოჭლებთ. არის ზოგიერთი ფეხბურთელი, რომლებიც ტრავმების გამო გვაკლია და იმედია მალე დაგვემატებიან. ასეთ მატჩებში მეტი ხარისხი თუ არ ვაჩვენეთ მომავალში გაგვიჭირდება. ერთის მხრივ კარგია, რომ მომავალ მატჩებში კვლავ ფავორიტებად არ ჩავითვლებით და ჩვენი სათამაშო სქემით ვითამაშებთ. ბევრი რამაა გასაკეთებელი. მალტასთან რომ ვერ მოგვეგო... ამდენი ხალხი იყო მოსული წვიმაში და მინდა ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგა ჩემი და ბიჭების სახელით მადლობა გადავუხადო. მარტო დაცვითი ხაზიდან თამაშით ვერ მივაღწევთ იმას რაც გვინდა. სამუშაო ბევრი გვაქვს.
    - ნოემბრის სანაკრებო "ფანჯრის” დროს ამხანაგური თამაში თუ გაქვთ დაგეგმილი?
    - გადაწყდა, რომ 19 ნოემბერს სლოვენიასთან სტუმრად ვითამაშებთ. მოგვეცემა საშუალება ბევრი ფეხბურთელი გავსინჯოთ. მართალია, ყოველ თამაშში გამარჯვებისთვის ვიბრძვით, მაგრამ ამხანაგური მატჩია და მოგება-წაგებას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს მივცემთ დაგვანახონ რა შეუძლიათ. ოფიციალურ თამაშებში გარისკვა და ექსპერიმენტების ჩატარება ძალიან ძნელია. თებერვალში კვიპროსზეა ტურნირი და საბოლოო პასუხს ველით. ჩვენი მონაწილეობა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ტელევიზია, რომელიც ამ ტურნირს აშუქებს ბევრ რამეს წყვეტს. მას უნდა ისეთი გუნდი მიიწვიოს, რომელიც შემოსავალსაც მოუტანს. ჯერჯერობით, ჩვენ ასეთი გრანდი არ ვართ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ ყველაფერი დადებითად გადაწყდება.
    - დაუშვილის თამაშზე რას იტყვით?
    - მგონი დაგვეხმარა, მითუმეტეს დიდი დროც არ ჰქონია. კარგია ფეხბურთელია და მომწონს. ამიტომ, მივიწვიე ნაკრებში და მოედანზეც გამოვიყვანე. გოლი რომ ვერ გაგვქონდა, რაღაც უნდა შეგვეცვალა. ამიტომ, სამ "საყრდენზე” გადავეწყვეთ, რომელთა წინ გოგუა იყო და შეტევაში თამაში ორი ფორვარდით გავაგრძელეთ.
    - სლოვენიასთან მატჩამდე ყენიასა და კანკავას გამოჯანმრთელება თუ მოესწრება?
    - როგორც ვიცი, ყენიას კოჭი გადაუტრიალდა და კიდევ ერთი კვირა ვერ ივარჯიშებს. კანკავას ველაპარაკე და შესაძლოა, მის სანახავად უკრაინაშიც ჩავიდე. მან გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. ჩვენ გვსურს, რომ ყველა კარგი ფეხბურთელი ნაკრებში გვყავდეს.
    - ისრაელთან მატჩის მერე მოედანს "ყანა” უწოდეთ და მალტასთან თამაშში მინდვრის საფარი რა მდგომარეობაში იყო?
    - ეს მინდორი შესაცვლელია, რადგან ნიადაგი ძალიან ცუდია. იმედია, ჩვენს მომავალ საშინაო თამაშამდე შეცვლიან. ამ ერთ თვეში ნამდვილად გამოკეთდა და უკეთეს მდგომარეობაში იყო. თუმცა, ეს მინდორი აღარ ვარგა.
    - ლატვიაში რა შედეგს გეგმავთ? ჩათვლით თუ არა ქულის აღებას დადებითად?
    - ლატვიამ მალტას 2:0 მოუგო, მაგრამ დიდი უპირატესობა არ ჰქონია. ლატვიელებს ბევრი მაღალი ფეხბურთელი ჰყავთ და სტანდარტულ მდგომარეობებს კარგად იყენებენ. ამიტომ, "სტანდარტულების” დროს ყურადღებით უნდა ვიყოთ. მე ყველა თამაშს იმედის თვალით ვიყურებ.
    1 საქართველო 3 1 2 0 2-1 5
    2 საბერძნეთი 3 1 2 0 2-1 5
    3 ხორვატია 2 1 1 0 3-0 4
    4 ისრაელი 2 1 1 0 3-1 4
    5 ლატვია 3 1 0 2 2-4 3
    6 მალტა 3 0 0 3 1-6 0

    Worldsport.Ge {Eddited Nedveda11}

    Myftp.Ge - GFF

    გადმოიწერე: http://myftp.ge/download.php?id=073827C61

    [Tulson]

    Related News:

      dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
      Name *: Email:
      Code *:
    • Tags