google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0
Namee.In - CooL Wazer Portal Namee.In - CooL Wazer Portal
 Subscribe to our channel

YouTube













Home Contact us Add to Favorites

google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0 <!%IFEN2%0%-->
Reading RSS მთავარი » 2011 » აპრილი » 19 » საკანდელიძე-ქორქიას მემორიალსა და თასზე გუნდები გადანაწილდნენ
  • Navigation

    რომელი ჯობია ?
    Total of answers: 724

    Top news

    Adverisement






    free counters google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0
  • საკანდელიძე-ქორქიას მემორიალსა და თასზე გუნდები გადანაწილდნენ

     Published: 19.04.2011  Comments: (0)
    საკანდელიძე-ქორქიას მემორიალსა და თასზე გუნდები გადანაწილდნენ
    საშობაო და საახალწლო არდადეგების შემდეგ, ქართული კლუბებისთვის 2011 წლის საკალათბურთო სეზონი, 18 იანვარს, ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალით დაიწყება, რომელსაც რუსთვი უმასპინძლებს. აღნიშნული ტურნირის დასრულების შემდეგ, 26 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით, ქვეყნის თასი გათამაშდება, რომელიც ასევე რუსთავში ჩატარდება.
    დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში, აღნიშნული ტურნირების კენჭისყრა გაიმართა.
    საკანდელიძე-ქორქიას მემორიალზე სუპერლიგის გუნდებიდან ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვეს "არმიამ”, "ქუთაისი-2010”-მა და "ბათუმმა”. ამრიგად, მემორიალში, რომელიც ჯგუფური სისტემით ჩატარდება, 8 გუნდი იასპარეზებს. ესენი არიან: შსს, სსაუ, თსუ, "ენერჯი ინვესტი”, "სოხუმი”, თსსუ, სტუ და "დინამო”. აღნიშნული გუნდები ორ ოთხგუნდა ჯგუფში გადანაწილდნენ. ჯგუფის გამარჯვებულები ფინალში გავლენ და 23 იანვარს, მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ. მემორიალში მოასპარეზე გუნდები ქვეჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:

    "ა” ჯგუფი: შსს, თსუ, სსაუ, თსსუ
    "ბ” ჯგუფი: "ენერჯი ინვესტი”, "დინამო”, "სოხუმი”, სტუ

    ჯგუფური ტურნირის შეხვედრათა განრიგი:
    18 იანვარი
    შსს-სსაუ 12.00 საათი
    თსუ-თსსუ 14.00
    "ენერჯი”-"დინამო 16.00
    "სოხუმი”- სტუ 18.00

    19 იანვარი დასვენების დღეა (ნათლისღება)

    20 იანვარი
    შსს-თსსუ 12.00
    სსაუ-თსუ 14.00
    "ენერჯი”-სტუ 16.00
    "დინამო”-"სოხუმი” 18.00

    21 იანვარი
    სსაუ-თსსუ 12.00
    "დინამო”-სტუ 14.00
    "ენერჯი”-"სოხუმი” 16.00
    შსს-თსუ 18.00

    23 იანვარი
    ფინალი - 16.00
    მემორიალის მატჩებს "ენერჯი ინვესტის” საკალათბურთო დარბაზი უმასპინძლებს.
    დუდუ დადიანისა და ზურაბ საკანდელიძე-ნოდარ ქორქიას მემორიალებისაგან განსხვავებით, სუპერლიგის გუნდებისთვის ეროვნული თასის გათამაშებაში მონაწილეობა სავალდებულოა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული თასის, მე-8, 2011 წლის გათამაშებაში, სუპერლიგის 11-ვე გუნდი მონაწილეობს. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდება. მეოთხედფინალში პირდაპირ არიან დაშვებულნი ის გუნდები, რომლებმაც საქართველოს მე-20 ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ I-VII ადგილები დაიკავეს ("არმია”, შსს, "ქუთაისი-2010”, თსუ, "ენერჯი ინვესტი”, "სოხუმი” და თსსუ), რაც შეეხება IX-XI ადგილებზე მყოფ "ბათუმს”, სსაუ-სა და "დინამოს”, აღნიშნული გუნდები დარჩენილ ერთ ადგილს გაითამაშებენ.
    საქართველოს თასი ორჯერ "თბილავიამშენს”, ხოლო თითოჯერ "ბასკოს”, "დინამოს”, სტუ-ს, თსუ-"ნიკორას”, "ენერჯი-ინვესტსა” და სსაუ-ს აქვთ მოგებული. აღნიშნული გუნდებიდან, "ბასკო” და "თბილავიამშენი” აღარ არსებობს, დანარჩენებს კი, მეორედ ეძლევათ თასის მოგების შანსი.

    დარჩენილი ერთი ადგილის შესარჩევი მატჩები
    26 იანვარი, ნახევარფინალი
    1.სტუ-"ბათუმი” 12.00
    2."დინამო”-სსაუ 14.00
    27 იანვარი, ფინალი
    I-ის გამარჯვებული II-ს გამარჯვებული 14.00

    თასის მეოთხედფინალი
    1. "არმია”-"სოხუმი” 12.00
    2. შსს-თსსუ 14.00
    3. "ენერჯი”-თსუ 16.00
    4. "ქუთაისი-2010”-შესარჩევის გამარჯვებული 18.00

    30 იანვარი
    ნახევარფინალი
    1. IV-II 16.00
    2. III-I 18.00

    1 თებერვალი
    ფინალი - 17.00
    საქართველოს თასის, მე-9 გათამაშების ფინალი, თბილისის სპორტის სასახლეში, ხოლო დანარჩენი მატჩები რუსთავში, "ენერჯი ინვეტის” დარბაზში ჩატარდება.

    worldsport.ge

    სხვა - NEWS

    [Tulson]

    Related News:

      dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
      Name *: Email:
      Code *:
    • Tags