google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0
Namee.In - CooL Wazer Portal Namee.In - CooL Wazer Portal
 Subscribe to our channel

YouTube













Home Contact us Add to Favorites

google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0 <!%IFEN2%0%-->
Reading RSS მთავარი » 2011 » აპრილი » 19 » რომან ფიფია – რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია და გავლენა
  • Navigation

    რომელი ჯობია ?
    Total of answers: 724

    Top news

    Adverisement






    free counters google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0
  • რომან ფიფია – რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია და გავლენა

     Published: 19.04.2011  Comments: (0)
    რომან ფიფია – რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია და გავლენა
    იყო ერთ დროს საუბარი, თბილისის "დინამოს” მეპატრონე "ჩელსის” ბოსი რომან აბრამოვიჩი გახდებაო, მაგრამ სხვა რომანი გამოჩნდა – ფიფია. 500 მილიონი დოლარი – ეს თბილისის "დინამოს” მომავალი მეპატრონის, რომან ფიფიას ქონებაა, რომელიც 2007 წლის მონაცემებითაა მოყვანილი.
    ახლა უფრო კარგად გავეცნოთ რომან ფიფიას, რომლის შესახებ არაერთი საინტერესო ცნობაა რუსულ გამოცემებში, რადგან დიდი ხნის განმავლობაში, სწორედ იქ ეწეოდა ბიზნეს-საქმიანობას.
    ფიფია 1966 წლის 8 აპრილს დაიბადა გაგრაში, 1983 წელს კი, რუსეთის ქალაქ სარატოვში წავიდა საცხოვრებლად. დაამთავრა მოსკოვის სამომხმარებლო კორპორაციის ინსტიტუტი და მოსკოვის მენეჯმენტის ინსტიტუტის ფილიალი სარატოვში. რომანის ძმა როლანდ ფიფია, საქართველოს პარლამენტის წევრია.
    profile.ru-ს ვრცლად უწერია ფიფიაზე. კერძოდ, იგი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი გამხდარა სარატოვში და გახლდათ სარატოვის ოლქის გუბერნატორ დმიტრი აიაცკოვის მეგობარი. ფიფია იყო ჰოლდინგ "აგროროსის” მმართველი, ეკუთვნოდა ალკოჰოლის მწარმოებელი სამი ქარხანა და პლუს, ავიაკომპანია "სარატოვის ავიახაზების” აქციები. "ლიკსარ” – ასე ერქვა მის ლიქიორის ქარხანას.
    რუსული პრესა უფრო ხშირად არასასიამოვნო კონტექსტში ახსენებს ფიფიას, მაგრამ ეს, შესაძლოა, იმის ბრალიცაა, რომ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში და შემდგომშიც, იგი აშკარად იჭერდა ქართულ პოზიციას.
    2009 წლის აგვისტოს, რუსულ ვებ-გვერდებზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფიფიაზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა – ეჭვობენ, საბანკო კრედიტები არაკანონიერად გაიფორმაო.
    ფიფიას საქარათველოშიც ჰქონდა და აქვს ბიზნესი, 2006 წელს, თბილისში, რესტორან "არაგვის” ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავიან სასტუმროს და ბიზნეს-ცენტრ "ჰაიატს” აშენებდა. თუმცა, ჯერ არ აშენებულა.
    რომან ფიფია 90-იანი წლების მიწურულიდან გახლდათ სარატოვის "სოკოლის” პრეზიდენტიც, ძირითადი სპონსორიც და აქციონერიც, რადგან კლუბს მისი ჰოლდინგი, "ზერნო პავოლჟია” ("ვოლგისპირეთის ხორბალი”) პატრონობდა. წარმატებული პერიოდი გამოუვიდა კლუბს, რადგან "სოკოლი” რუსეთის პირველი დივიზიონიდან უმაღლეს ლიგაში გადავიდა და იქაც ცხრილის ზედა ნაწილში (მე-8 ადგილი) დაფუძნდა, ამავდროულად, ქვეყნის თასის ნახევარფინალში გავიდა.
    "სარატოვის ოლქის ალკოჰოლური სასმელების, ხოლო შემდეგ ხორბლის მაგნატმა ფიფიამ, "სოკოლი” რუსეთში ფინანსურად ძლიერ კლუბად გადააქცია. მისი და სარატოვის ოლქის გუბერნატორ დმიტრი აიაცკოვის მეშვეობით, "სოკოლი” რუსეთის ფინანსურად ძლიერი კლუბების ხუთეულში შედიოდა. შემდეგ ყველაფერი უკან-უკან წავიდა. ახლა, ფიფია სარატოვიდან შორსაა”, – sarinform.ru.
    ფიფიამ სამ წელიწადში დატოვა "სოკოლი” და სარატოვიც. ეს მას შემდეგ, რაც აიაცკოვი მოხსნეს. თბილისის "დინამოს” მომავალმა მეპატრონემ საფრანგეთს მიაშურა, ნიცაში ეწეოდა ბიზნეს-საქმიანობას.
    ჯერჯერობით უცნობია, კერძოდ რამდენმილიონიან ინვესტიციას ჩადებს ფიფია "დინამოში”. ისე, სადაც "სოკოლში” არ იშურებდა თანხას და რუსული კლუბების ხუთეულში შეჰყავდა (ფინანსური თვალსაზრისით), თბილისის "დინამოშიც” დიდი ფულის შემოდენას უნდა ველოდოთ.
    2002 წლის თებერვალში "სოვეტსკი სპორტი” ეკითხება ფიფიას:
    - შეგიძლიათ, "სოკოლის” ბიუჯეტი გაახმაუროთ?
    - რა თქმა უნდა, ეს კომერციული საიდუმლოა, მაგრამ რომ გავჩუმდე, ხმების გავრცელების საბაბს მოგცემთ. არ დაგიმალავთ, 10 მილიონი დოლარია ჩვენი ბიუჯეტი.

    Worldsport.ge

    სხვა - სტატია.

    [Tulson]

    Related News:

      dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
      Name *: Email:
      Code *:
    • Tags