google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0
Namee.In - CooL Wazer Portal Namee.In - CooL Wazer Portal
 Subscribe to our channel

YouTube













Home Contact us Add to Favorites

google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0 <!%IFEN2%0%-->
Reading RSS მთავარი » 2011 » აპრილი » 19 » [Pinned] Derby Della Imereti : ტორპედო–ზესტაფონი
  • Navigation

    რომელი ჯობია ?
    Total of answers: 724

    Top news

    Adverisement






    free counters google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0
  • [Pinned] Derby Della Imereti : ტორპედო–ზესტაფონი

     Published: 19.04.2011  Comments: (0)
    [Pinned] Derby Della Imereti : ტორპედო–ზესტაფონი

    დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის XXI გათამაშების ფინალისტებიც, ისევე როგორც ნახევარფინალისტები, 2 თამაშის ჯამში გამოვლინდებიან.
    გათამაშებას თავისებურ ელფერს აძლევს, მასში პირველლიგელი "გაგრას” მონაწილეობა, რომელიც, კი მართალია, თასის მოქმედ მფლობელ თბილისის "ვიტ ჯორჯიას” ეპაექრება, მაგრამ უშანსოდ ნამდვილად არაა.
    გამოკვეთილი ფავორიტი არც მეორე სათასო წყვილში ჩანს, თუმცა, "ზესტაფონი” რომ დღევანდელობის ყველა ქართულ გუნდს სჯობს კლასით, აშკარაა. ამის მიუხედავად, იმერულ დერბიში ზესტაფონელებს იოლი ორთაბრძოლები არ ელით - დაცვიდან თამაშს "შეყვარებული” "ტორპედო”, მათთვისაც ძნელი დასაძლევი ბარიერი იქნება. მით უფრო, რიონისპირელებს, თასის მოგების, ჩემპიონობისთვის მებრძოლ მეტოქეზე მეტი მოტივაცია აქვთ.

    19.04, 18:00. ქუთაისი, "ცენტრალური”.
    ”ტორპედო” (ქუთაისი) - ”ზესტაფონი”
    დისკვალიფიცირებული:
    ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი).
    მსაჯები: ლ. კვარაცხელია; ზ. მენთეშაშვილი, მ. ელიკაშვილი; ჯ. ხორავა.
    იმერულმა დერბიმ თასზე გადმოინაცვლა. გუნდებმა, მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატზე უკვე დაასრულეს ურთიერთშეხვედრები და მცირედი უპირატესობა, კლასით უფრო მაღლა მდგომ ”ზესტაფონს” აქვს - გეგუჩაძის გაწვრთნილებმა, 4 მატჩიდან 2 მოიგეს და 1 წააგეს (ბურთების სხვაობა 3:2).
    ზოგადად, ამ წყვილის ჩემპიონატზე გამოსვლას რაც შეეხება, ”ტორპედომ” ბოლო 5 ტურია წაგება არ იცის, ”ზესტაფონმა” კი - 16. ყვირილასპირელები გათამაშების ერთპიროვნული ლიდერები არიან, ქუთათურები კი, სეზონის განმავლობაში პირველად ავიდნენ მე-4 საფეხურზე.
    იმის გარდა, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ”ტორპედოსთვის”, სეზონის მე-4 ადგილზე დასრულება ურიგო შედეგი არ იქნება, თასზე წარუმატებლობის შემთხვევაში, გიგატაძის დარიგებულთათვის ამ შედეგს ევროლიგის საგზურის მოტანაც შეუძლია. ეს რომ მოხდეს, თასი ”ზესტაფონმა” უნდა მოიპოვოს, ჩემპიონის ტიტული კი - მის გარდა, სხვა ნებისმიერმა გუნდმა.
    ქუთაისის ”ტორპედომ” თასისთვის ბრძოლის პირველ ეტაპზე, ოზურგეთის ”მერცხალი” 4:0 დაამარცხა, 1/8-ფინალში ზუგდიდის ”ბაიას” უმასპინძლა და დამატებითი დროის 21-ე წუთზე, ნიკა საბანაძის მიერ გატანილი გოლით შეძლო წინსვლა. რაც შეეხება 1/4-ფინალს, აქ იმერელთა მეტოქე ბოლნისის ”სიონი” იყო. სტუმრად გამართული შეხვედრის 46-ე წუთზე ვახტანგ კვარაცხელიას მიერ გატანილი გოლი, ამ გუნდების ორმატჩიან დაპირისპირებაში ერთადერთი აღმოჩნდა, რამაც ”ტორპედო” ”ზესტაფონს” შეახვედრა.
    შარშანდელ ევროტურნირებზე მონაწილეობის გამო, ზესტაფონელები თასის XXI გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთვნენ, სადაც ბათუმის ”დინამო” იქნა ძლეული (სტუმრად 2:1). ”ზესტაფონისა” და რუსთავის ”ოლიმპის” წყვილი, იმთავითვე 1/4-ფინალში ფინალად იქნა გამოცხადებული. იმერლებმა, შინ 3:0 მოიგეს, სტუმრად კი 0:0 ითამაშეს.
    აღსანიშნავია, რომ კომპანია ”ვისოლის” გადაწყვეტილებით, ქუთაისურ მატჩზე დასწრება უფასოა, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით, აღნიშნული შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი 18:00 საათიდანაა დაგეგმილი.
    [Tulson]

    Related News:

      dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
      Name *: Email:
      Code *:
    • Tags