google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0
Namee.In - CooL Wazer Portal Namee.In - CooL Wazer Portal
 Subscribe to our channel

YouTube













Home Contact us Add to Favorites

google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0 <!%IFEN2%0%-->
Reading RSS მთავარი » 2011 » მარტი » 10 » Juventus VS Lecce [4-0] [HIGHLIGHTS]
  • Navigation

    რომელი ჯობია ?
    Total of answers: 724

    Top news

    Adverisement






    free counters google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0
  • Juventus VS Lecce [4-0] [HIGHLIGHTS]

     Published: 10.03.2011  Comments: (0)
    Juventus VS Lecce [4-0] [HIGHLIGHTS]
                                Juventus VS Lecce [4-0] [HIGHLIGHTS]
               Juventus 4 vs 0 Lecce 
                                Played

    იუვენტუსი : სტორარი , გრიგერა , ბონუჩი , კიელინი , დე ჩელიე , მელო (სისოკო 63 ) , აკუილანი ( პეპე 75 ) , მარკიზიო , კრასიჩი , კუალიარელა ( დელ პიერო 77 ) , ამაური

    სათადარიგოთა სკამი : მანინგერი , ლეგროტალიე , მოტა , მარტინესი , იაკინტა .

    ლეჩე : როზატი , რისპოლი , ფერარიო , მესბა , ჯაკომაცი , ჯედა ( ოფერე 45 ) , გროსმიულერი , პიატი ( მუნარი 45 ‘ ) , ოლივერა ( ვივესი 45 ) , კორვია

    სათადარიგოთა სკამი : ბენასი , გუსტავო , ბრივიო , დი მიკელე

    გოლები : აკუილანი 13 ( 1-0 ) , მელო 34 ( პენ 2-0 ) , კუალიარელა 44 ( 3-0 ) , დელ პიერო 82 ( 4-0 ) 

    დელ ნერის მატჩისშემდგომი ინტერვიუ

    ჯიჯი დელ ნერი "ლეჩესთან” ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგის შემდეგ, საკუთარ შეგირდებს აქებს. გთავაზობთ მის მატჩისშემდგომ ინტერვიუს…
    ” გუნდი ყველა ზონაში პროგრესირებს. აკუილანიმ გზა უკვე გაიკვალა. მას აქვს ტექნიკა, თანაც ბოლომდე მომწიფდა და მის გვერდითაც მთელი "იუვე” კარგად თამაშობს. ვფიქრობდი, რომ მელო ამ სეზონში ბევრს შეგვძენდა და მართლაც, დაკისრებულ მოვალეობას უშეცდომოდ ასრულებს. კრასიჩი ჯერ მოძრაობებსა და სისტემას ეჩვევა, ჩვენ კი მას ამაში ყველანაირად ვეხმარებით. სერბი ერთი-ერთზე ძალიან აგრესიულია და სივრცის გამოყენება კარგად გამოსდის. იცის მეტოქე როგორ გაანადგუროს. კრასიჩი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებს უზადოდ იყენებს და რომელიც ამ მომენტისათვის, "იუვესთვის” უმნიშვნელოვანესია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა 100% -ით მზად. ” -”ლეჩემ” მასპინძელთა კარის აღების კარგი შანსები გაუშვა ხელიდან. "ბებერი ქალბატონის” დამრიგებელი რამდენიმე სიტყვით ამასაც შეეხო. " უაზრო უტოპია იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ მეტოქისთვის არცერთი შანსი არ მიგვეცა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ "პალერმოსთან” აღებული ქულისა და "კატანიას” დამარცხების შემდეგ, "ლეჩე” კარგ ფორმაში იყო. ” -აცხადებს დელ ნერი.
    დელ პიერო: „მიხარია, რომ ჩემი სახელი „იუვენტუსის" რეკორდების წიგნში ჩაიწერა"

    „იუვენტუსის" ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ, იტალიის ჩემპიონატის მე–7 ტურში, „ლეჩეს" წინააღმდეგ მატჩში (4:0) გოლი გაიტანა. ეს ლეგენდარული კაპიტნის 178–ე გოლია „სერია ა"–ში აცხადებს Football Italia.

    ამ გოლით მან 50–იანი წლების „იუვენტუსის" ლეგენდარული თავდამსხმელის, ჯამპიერო ბონიპერტის რეკორდი გაიმეორა.
    „ბონიპერტი ყოველთვის ამბობდა, რომ ბედნიერი იქნებოდა თუ ერთ მშვენიერ დღეს მისი რეკორდი გაუმჯობესდებოდა. ხვალ აუცილებლად დაველაპარაკები მას. „მიხარია რომ ჩემი სახელი „იუვენტუსის" რეკორდების წიგნში ჩაიწერა".
    აღსანიშნავია, რომ 35 წლის ფორვარდის სახელთანაა დაკავშირებული რიგი საკლუბო რეკორდებისა: მატჩები (648) და გოლები (280).
    ბონიპერტი: „დელპიერო? ის მოედანზე და მის გარეთაც სამაგალითოა"


    ჯამპიერო ბონიპერტი მიესალმება ალესანდრო დელ პიეროს ისტორიულ გოლს „ლეჩეს" კარში.
    „თუ ვინმეს უნდა გაემეორებინა ჩემი რეკორდი, ეს დელპიეროა. ის ერთადერთია ვისაც ეს შეეძლო”.

    "მე მას კარგად ვიცნობ. მას სისხლში აქვს გამჯდარი „იუვენტუსი" . იგი მოედნის მიღმაც დიდებული ადამიანია. ის ჩემი მემკვიდრეა? მე ასეთ შედარებას არ გავაკეთებდი, იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა საფეხბურთო ეპოქაში ვთამაშობდით. მისი ღირსებები? სტაბილურობა – ის მიზანმიმართულად მიდიოდა ამ რეკორდისკენ და ფინიშიც გამოჩნდა. ის არასოდეს ნებდებოდა სირთულეებს, ტრავმებს, თამაშს „სერია ა"–სა თუ „სერია–ბ"–ში, ყოველთვის იტანდა გოლებს და ამას შესანიშნავი ტექნიკის და უდიდესი მონდომების წყალობით აკეთებდა. დელპიეროს საფეხბურთო თუ ადამიანური ღირსებების სია ძალიან დიდია, დღესაც მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის ფეხბურთელის სისწრაფე აღარ აქვს, ის მაინც აძლევს მაგალითს თანაგუნდელებს".
    „მე მადლობას ვუხდი დელპიეროს, რომ ამ რეკორდით მსოფლიოს ჩემი თავიც შეახსენა" აცხადებს ბონიპერტი.



    გადმოიწერე: http://allshares.ge/download.php?id=A37CDBF728

    [Tulson]

    Related News:

      dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
      Name *: Email:
      Code *:
    • Tags